| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამინდის პროგნოზი
ამჟამად საიტზეა 68 სტუმარი
მასმედია
მერვე კლასის მოსწავლეებმა მოქალაქეობის გაკვეთილზე წარმოადგინეს ვიდეო პროექტები თემაზე: “მედიასაშუალებები”
მათ გამოკითხეს გარშემომყოფები და დაადგინეს რომელი მედიასაშუალებებით ღებულობენ ადამიანთა უმრავლესობა ინფორმაციას და რომელ მედიასაშუალებებს ენდობიან.
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისათვის.
მეექვსე კლასი
მეექვსე კლასის მომწავლეებმა 17 თებერვალს ჩვენი საქართველოს გაკვეთილზე წარმოადგინეს პროექტები თემაზე: “ რაჭა-ლეჩხუმი”. პროექტის წარდგენისას ისაუბრეს კუთხის ღირსშესანიშნაობებზე. გაკვეთილი საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა.
მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისათვის.
დაწვრილებით ინფორმაცია იხ. ბმულზე https://www.facebook.com/profile.php?id=100016758041052
პატარა მწერალი
მეხუთე კლასს, ამავე კლასის მოსწავლე, სანდრო მეგრელიძე, მწერლის სტატუსით წარუდგა.
მან თავისი შემოქმედებიდან ახალი ნამუშევრები გაგვაცნო და უპასუხა თანაკლასელთა მხრიდან დასმულ შეკითხვებს.
მეთორმეტე კლასელთათვის შეხვედრა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასთან დაკავშირებით
მოგესალმებით!
ისევ ღია კარის დღესთან დაკავშირებით:
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გრძელდება ღია კარის დღეები ელექტრონულ ფორმატში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. ცენტრის წარმომადგენლები აწვდიან აბიტურიენტებს დეტალურ ინფორმაციას 2022 წლის საგამოცდო სიახლეებთან დაკავშირებით.
მიმდინარე კვირის საინფორმაციო შეხვედრა დაეთმობა მხოლოდ ქართული ენისა ლიტერატურის გამოცდასთან დაკავშირებულ საკითხებს.
24 თებერვალს, 12:30 საათიდან 13:30 საათამდე აბიტურიენტების კითხვებს ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე უპასუხებს.
შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება.
იხილეთ ბმული:
ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და მონიტორინგი
ჩმოგესალმებით,
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 22 თებერვალს, 14:00 საათზე გიწვევთ ვებინარზე მოსწავლეებისთვის „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და მონიტორინგი“.
ვებინარზე დარგის სპეციალისტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ელინა ბაქრაძე ისაუბრებენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის და მონიტორინგის მექანიზმების შესახებ.
შეხვედრა გაიმართება ონლაინ ფორმატში, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.
დასასწრებად ეწვიეთ ბმულს - https://us02web.zoom.us/j/85696807088
Meeting ID: 856 9680 7088
გვეამაყებით.გილოცავთ!
დრო მიქრის.თუმცა უკან მოხედვისას იხსენებ რამდენჯერ შეგკვრია სუნთქვა სიხარულისგან.....მეამაყებით.
არის ადამიანები ვისთანაც თანამშრომლობა გეამაყება,ვისითაც მივსულვართ იმ სიმაღლემდე რასაც დღევანდელობა ჰქვია...
რაიასა ასათიანმა წარუშლელი კვალი დატოვა "ფარნავაზში".
მადლობელი ვართ ყველა თქვენი,ჩვენი მოსწავლეების სახელით...იჯანმრთელე ,იდღეგრძელე,იხარე და გვახარე!!!@Raisa Asatiani
პირველი სემესტრის შედეგები
არის პერიოდი თესვის და არის პერიოდი მკის....და ეს მკის პერიოდი "ფარნავაზში" სემსტრული შედეგებია.
ვულოცავთ ყველა"ფარნავაზელს" პირველი სემესტრის წარმატებით დასრულებას,ვიცით ზოგიერთებთან გვაქვს გაცდენების გამო ხარვეზები,გადაბარებებიც.
ვატარებთ მუდმივად კვლევებს ხარისხის ამაღლებისთვის,უკეთესი შედეგებისთვის. საჭიროა გამოვლინდეს ჩავარდნები,აღდგეს გაცდენილი მასალები.(რაც თითქმის ყველა მოსწავლესთანაა პანდემიის გამო) ვატარებთ უამრავ აქტივობებს,ინდივიდუალურ გაკვეთილებს და ა.შ მუდმივად მუშაობის პროცესშია ჩვენი პედაგოგები.მუდამ მზადყოფნაში ნებისმიერ დროს,სკოლაში თუ სახლიდან ონლაინ ჩართვებით.ისარგებლეთ,გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობები გონივულად.
წინ მეორე სემესტრია.
იაქტიურეთ!
ტრადიციულად სკოლის მწირე ბიუჯეტიდან არ ვიშურებთ თანხებს და მოსწავლეთა წახალისების მიზნით მოსწავლეთა თვითმმართველობის,კათედრების და საგნობრივი კომპეტენციებიდან ვლინდება წლის საუკეთესო მოსწავლე. ალბათ გახსოვთ 2020-2021 სასწავლო წელს გამოვლენილი იყო მესამე კლასის მოსწავლე ანდრია ჯინჭარაძე.,რომელიც შეპირებული ნოუთბუქით დაჯილდოვდა.
წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თანაბრად გადანაწილდება წლის საუკეთესო მოსწავლეებზე.
გთხოვთ იაქტიურეთ..
კონკურსის კრიტერიუმები ძალიან მარტივია:დაიცავი სკოლის შინაგანაწესი,მოსწავლეთა ქცევის წესები და ყოველდღიურად იყავი მომზადებული საგაკვეთილო პროცესისთვის.
ჩვენი სლოგანია: "აჩვენე შენი მაქსიმუმი ყველგან და ყველაფერში"....
ვულოცავთ პირველი სემესტრის წარჩინებულებს და დრო ყველას გვაქვს ....წინ მეორე სემესტრია!!!
კუთხის კულინარიული ტრადიციები
განვაახლეთ "კუთხის ტრადიციები კულინარიაში".
რაც გვახარებს,გვაფრთიანებს.მომავალში კუთხის ტრადიციების არ გადაშენების იმედით ვშრომობთ,ვგეგმავთ და ვხალისობთ ერთად ,ერთობით...
ამჯერად არჩევანი "ჰალვაზე " შეჩერდა...
ვემზადებით,ვგეგმავთ შემდეგ შეხვედრაზე"ლეჩერს" შემოგთავაზებთ..
ვიმედოვნებთ, ეს რეცეპტები ჩვენი კულინარიის წევრების ამდენივე ოჯახში გაცოცხლდება,გაგრძელდება და ასე იქნება უსასრულოდ...
P.S მე თქვენი ანთებული თვალები მაცოცხლებს,მაძლიერებს და მომავალს თქვენი თვალებით მინდა რომ ვხედავდე..
მადლობა ჩემებო!
ქვეკატეგორიები
-
დოდო მასწავლებელო გილოცავთ!
დიდი სიყვარულით ვულოცავთ დაბადების დღს!
გისურვებთ დღეგრძელობას,მზეგრძელობას და ულევ სიხარულს!











