FacebookMySpaceTwitterLinkedin

Facebook

11:17, 1st August 2026
აგვისტო 2026
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ამინდის პროგნოზი

 

 

ამჟამად საიტზეა 41 სტუმარი

მისია / ხედვა

 

მისია
შპს სკოლა ფარნავაზის მისიაა შექმნას მოზარდთა აღზრდისათვის საჭირო ჯანსაღი და უსაფრთხო სასკოლო გარემო. აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი მოქალაქე, რომელსაც ექნება პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.


ხედვა
ჩვენი სკოლა ხელს უწყობს ბავშვზე ორიენტირებული გარემოს ფორმირებას. სკოლის მთავარი პრიორიტეტია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენის ხელშეწყობა და მაქსიმალურად განვითარება.

ძირითადი ღირებულებები:
სიყვარული, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი,პასუხისმგებლობა, ტოლერანტობა.

სიყვარული-წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას;
სამართლიანობა- სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა ინტერესებს.
ურთიერთპატივისცემა- ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასკოლო გარემო არის ეფექტური კომუნიკაციის საფუძველი.
პასუხისმგებლობა- სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობა, ქმნის სკოლის საერთო პასუხისმგებლობას- ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი.
ტოლერანტობა- დაფასებულია ადამიანის ინდივიდუალურობა და განსხვავებულობა, დაგმობილია პიროვნებისადმი უპატივცემულობა, ფიზიკური და სიტყვიერი სეურაცხოფა, ღირსების შემლახავი მოპყრობა.